კონკურსი

საქართველოს ჯომარდობის ფედერაცია აცხადებს კონკურსს ევროთასის ლოგოტიპზე და ღონისძიების სიმბოლოზე (მასკოტი).

პირობები:
ლოგოტიპი უნდა მიანიშნებდეს სპორტის სახეობაზე, შესაძლოა შეიცავდეს ეროვნულ ელემენტებს. უნდა იყოს უნიკალური, რადგან მარტივი ინტერნეტის მეშვეობით ანალოგის პოვნა. 
აუცილებელი წარწერა:
ევრო თასი ჯომარდობაში 2016, საქართველო,ბორჯომი
Rafting Euro Cup 2016, Georgia,Borjomi 
მასკოტი უნდა იყოს სახალისო პერსონაჟი ცხოველი ან ფრინველი, კონკურსანტს ეძლევა სრული შემოქმედებითი თავისუფლება. 
ესკიზი უნდა ითვალისწინებდეს მისი თოჯინის ( ადამიანის კოსტიუმი) შექმნის შესაძლებლობას.

ნამუშევრები უნდა მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტაზე eurocupgeorgia@gmail.com 
JPG და PDF ფორმატში. JPG- ს ვარიანტზე იქვე უნდა ეწეროს ავტორის სახელი და გვარი. ყველა მონაწილის ლოგოს და მასკოტის ესკიზის ვარიანტი აიტვირთება ფედერაციის ფეისბუკის გვერდზე სპეციალურ ფოტოალბომში. ერთ კუნკურსანტს შეუძლია რამდენიმე ლოგოს და მასკოტის ვარიანტის გამოგზავნა.
საკონკურსო ფაილების მიღების ბოლო თარიღია 31 მარტი. 
გამარჯვებული გამოვლინდება საორგანიზაციო კომიტეტისა და კომპეტენტური ჟიურის მიერ. შეფასებაში გადამწყვეტი როლი ექნება პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრას" ‪#‎GePra‬.
გამარჯვებული ავტორები მოხსენიებული იქნებიან ევროთასის კამპანიის განმავლობაში სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.
გამარჯვებული კონკურსანტები დაჯილდოვდებიან ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის კომპანია „რაფტინგ.ჯისგან“ საჯომარდო ტურით 6 ადამიანზე. 
შესაძლოა პრიზების რაოდენობა გაიზარდოს.

დამატებითი კითხვები მოგვწერეთ ამ გვერდის პირად შეტყობინების მეშვეობით https://www.facebook.com/GeoRaftFed/